2 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს, შრომის კანონმდებლობის რეალური რეფორმის გატარებისკენ მოუწოდებს. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ საქართველოში შრომითი უფლებები მასობრივად ირღვევა. როგორც „იემსსა“ და „საიაში“ მიაჩნიათ, ბაზისური ცვლილებებითა და გარანტიებით, დასაქმებულების მძიმე მდგომარეობა გაუმჯობესდება. მაგალითად მოყავთ, სამუშაოს შესრულების დროს მიღებული დაზიანებები, ასევე ობიექტებზე ან შახტებსა და მაღაოებში სიკვდილით დასრულებული შემთხვევები. მიმართვის ავტორების თქმით, მნიშვნელოვანია ამ რეფორმით შესვენების და დასვენების დროის მოწესრიგება და 6-საათზე მეტ მუშაობაზე 1-საათიანი შესვენების შემოღება.