ბიუროს სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში

06 თებერვალი 2025, 18:44 121 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვალისთვის რიგგარეშე პლენარული სხდომა ჩაინიშნა. დეპუტატები 12 საათზე ტიტე აროშიძის ადგილმონაცვლეს, ლაშა სირაბიძის კანდიდატურის კენჭისყრისთვის შეიკრიბებიან.
სირაბიძის უფლებამოსილების ცნობასთან ერთად დეპუტატები ხვალვე აირჩევენ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს. ამ პოზიციაზე მამუკა თურმანიძეა წარდგენილი. იგი ამ დროისთვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებს. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი დღეს ბიუროს სხდომაზე დაამტკიცეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში