აჭარის უმაღლეს საბჭოში ტიტე აროშიძე ლაშა სირაბიძემ ჩაანაცვლა

07 თებერვალი 2025, 12:10 132 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში ტიტე აროშიძე ლაშა სირაბიძემ ჩაანაცვლა. აროშიძის მანდატი სირაბიძეს  "ქართული ოცნების" დეპუტატებმა, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე სრული მხარდაჭერით გადააბარეს. 

ტიტე აროშიძის ადგილმონაცვლეობის საკითხი დღის წესრიგში, მისი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად არჩევის შემდეგ დადგა. 

დღესვე  დეპუტატებმა  უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ მამუკა თურმანიძე აირჩიეს. იგი აქამდე  კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია. მათმა უმრავლესობამ მანდატზე უარი ოფიციალურად განაცხადა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში