ბიუროს სხდომაზე „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის“ შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაში კვოტების საკითხს მხარი დაუჭირეს

07 თებერვალი 2025, 13:02 133 ნახვა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნას „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის“ შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრთა რაოდენობისა და კვოტების შესახებ მხარი დაუჭირეს.

დასკვნის მიხედვით, კომისიაში „ქართულ ოცნება“ ხუთი წევრით იქნება წარმოდგენილი, ორი წევრი ეყოლება „ხალხის ძალას“, ერთი – ახლადშექმნილ პოლიტიკურ ჯგუფს, „ევროპელი სოციალისტებს“. ორი წევრი კი დარჩებათ უფრაქციო პარლამენტის წევრებს, ოპოზიციურ ფლანგს, რომელიც ჯერ პარლამენტში არ არის შესული.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში