აჭარის უმაღლეს საბჭოში ტიტე აროშიძეს ლაშა სირაბიძე დღეს ჩაანაცვლებს

07 თებერვალი 2025, 10:19 167 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიამრთება.  დეპუტატები 12 საათზე ტიტე აროშიძის ადგილმონაცვლე, ლაშა სირაბიძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობისთვის შეიკრიბებიან.

ტიტე აროშიძის ადგილმონაცვლეობის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს. მისი მომდევნო ნომერი კი, "ქართული ოცნების" პარტიული სიით ლაშა სირაბიძეა. იგი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა. 

დღესვე  დეპუტატები  აირჩევენ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს. ამ პოზიციაზე მამუკა თურმანიძეა წარდგენილი. იგი ამ დროისთვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში