კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა საქართველოში და 4 ით გაზრდილი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 სამედიცინო პერსონალია, 1 საკარანტინო სივრციდან, 4-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია.
მიმდინარეობს მათი კონტაქტების კვლევა. რაც შეეხება აჭარას,ჩატარებული 196 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 18 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.