კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

10 ივნისი 2020, 11:08 1579 ნახვა

კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა საქართველოში. მათგან ერთი საბურთალოს კლასტერიდანაა,  ორი საკარანტინო სივრციდან, ხოლო კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალია. მარინა ეზუგბაიას განცხადებით,  კოვიდ-ცენტრებში  სულ 119 პაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ინფიცირებულების კვლავ 84 პროცენტია.

რაც შეეხება აჭარას,  105 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 16 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე  პისიარ  ტესტი ჩაუტარდა 14 941 პირს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი