„არ უნდა მივეცეთ ილუზიას, რომ დავამარცხეთ კორონავირუსი, თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, შეიძლება, მიკროაფეთქებები გვქონდეს“ - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე ამბობს, რომ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა პანიკის საფუძველს არ იძლევა.
გიორგი გახარიამ მოქალაქეებს დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა თავშეყრის ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარებისკენ, რადგან გამოსავლად სიტუაციის მუდმივი კონტროლი მიაჩნია. საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-ით გაიზარდა.