ბათუმში მიკროავტობუსებით ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა იკრძალება​, ავტობუსებში დასაშვებია

28 მაისი 2020, 10:02 8990 ნახვა

ბათუმის მერის განცხადებით, ხვალიდან ქალაქში მოძრაობას დაიწყებს, როგორც მუნიციპალური ავტობუსების ასევე სამარშრუტო ტაქსები. ლაშა კომახიძის თქმით, მძღოლებსა და მგზავრებს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ. 

მგზავრობის დროს აუცილებელია პირბადის ტარება. ასევე ტრანსპორტში გამორთული უნდა იყოს კონდენციონერი, ფანჯრები კი ღია.

მერის განცხადებით, აკრძალულია მიკროავტობუსებით ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა, თუმცა ეს დასაშვებია მუნიციპალურ ავტობუსებში.  

''ნებისმიერი სახის ტრანსპორტში აუცილებელი იქნება პიბადეების ტარება. აკრძალულია კონდენციონერების გამოყენება და  ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა უნდა იმოძრაონ ღია ფანჯრებით, რადგან მოხდეს ვენტილაცია და  განიავება.  აკრძალულია მძღოლის გვერდით მგზავრის ყოფნა. ასევე  აკრძალულია ფეხზე  მდგომი მგზავრების გადაყვანა. ეს ეხება მიკროავტობუსებს, შეზღუდვა არ იქნება  მუნიციპალურ ავტობუსებში, თუმცა ეს  არ ნიშნავს, ავტობუსებში მგზავრები იქნება მიჯრით და ბევრი. 

მძღოლები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სადეზინფექციო ხსნარებით. მგზავრების მოთხოვნის შემთხვევაში უნდა შეძლონ მიწოდება. რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, ჯერ კიდევ აკრძალვების დაწესებამდე, მის უკანა სალონში განვათავსეთ დისპენსერები და მგზავრებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოიყენონ ხსნარები'' - განაცხადა ლაშა კომახიძემ ბრიფინგზე. 

ბათუმის მერის განცხადებით, მძღოლებს ყოველდღიურად თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. რაც შეეხება კონტროლის ნაწილს, ლაშა კომახიძის განმარტებით პროცესებს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია და საპატრულო პოლიცია განახორციელებს. 

''ვთხოვ როგორც მუნიციპალური ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელობას, ასევე მიკროავტობუსების ორგანიზაციების დირექტორებს, უზრუნველყონ აუცილებელი მოთხოვნების სტიკერების სახით გაკვრა. ამავე დროს თითოეული ავტობუსის გაჩერებაზე მოთხოვნების ჩამონათვალი განთავსდეს. 

აუცილებელია, რომ ყოველ დღე განვახორციელოთ როგორც მიკროავტობუსების ასევე მუნიციპალური ავტობუსების დეზინფექცია. ასევე გთხოვთ უზრუნველყოთ, რომ ყოველდღიურად ხდებოდეს მძღოლების თერმოსკრინინგი და აწარმოოთ შესაბამისი ჟურნალი, სადაც აღრიცხვა გაკეთდება. 

ყველაფერი ამაზე კონტროლს განახორციელებს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია და დაგვეხმარება ასევე საპატრულო სამსახური'' - განაცხადა მერმა ბრიფინგზე. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი