საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 732 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 11- ით გაიზარდა და 537 ს მიაღწია. რაც შეეხება აჭარას, ლაბორატორიებში ჩატარებული 135 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებული 51 პირის კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 30 აპრილის შემდეგ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 300 პირი. საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.