ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას დღეს კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ბოლნისიდან და კარანტინის სივრციდან 6 ახალი პაციენტი დაემატა, მათგან 3 მცირეწლოვანია.კლინიკას დღეს 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 671-მდე გაიზარდა. 10 ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მათ 393 შეადგინა.