კორონავირუსით გარდაცვალების მე-12 შემთხვევა დაფიქსირდა

14 მაისი 2020, 21:03 1853 ნახვა

კორონავირუსით 652 ინფიცირებულიდან 383 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი - ასეთია, დღეს, არსებული ვითარება საქართველოში. ამ ვითარების ფონზე შეიძლება ითქვას, რომ ვითარება შედარებით სტაბილურია, თუმცა ნაადრევია დასკვნების გაკეთებაც.

დღეს, გამოვლენილი 5 ახალი  ინფიცირებული  საავადმყოფოებში  საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს და ყველა მათგანის ინფიცირების წყარო ცნობილია. 3 პაციენტის   განმეორებითი ანალიზის პასუხებს ელოდებიან აჭარაში. ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ ისევ 4 ადამიანი რჩება, მათგან ერთი რეანიმაციაში.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი