ყოროლისთავში მეწყრის გააქტიურებას გააზიფიცირების სამუშაოებს უკავშირებენ

10 მაისი 2020, 14:29 1867 ნახვა

მეწყრული პროცესების გააქტიურებას გაზიფიცირების სამუშაოებს  უკავშირებს ხელვაჩაურის  სოფელ ყოროლისთავში მცხოვრები ოჯახი. მარინა ფაღავა  ირწმუნება, რომ მიწის მასა  ნაკვეთში, სადაც მანდარინის  ბაღი აქვს გაშენებული, გაზის მილების  გაყვანის შემდეგ  ჩამოიშალა. ყოროლისთავში მცხოვრებლები ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარებას,  გზის  შეკეთებას და წყლის სისტემის  მოწესრიგებას ითხოვენ. 

ადგილზე  ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენელი იმყოფებოდა, თუმცა  კომენტარი არ გააკეთა,პირად საუბარში კი გვითხრა,რომ  გეოლოგიური დასკვნის შემდეგ  გახდება ცნობილი რა გახდა მეწყრის მიზეზი და  ჩატარდება თუ არა  აღნიშნულ ტერიტორიაზე ფერდსამაგრი სამუშაოები. მანამდე    მშენებელი კომპანია  ოჯახს გზის მიწის მასისგან  გაწმენდას ჰპირდება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი