ქართველი ექიმების მიერ ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაცია

28 აპრილი 2020, 14:31 5496 ნახვა

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ქართველმა ექიმებმა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია დამოუკიდებლად ჩაატარეს. ქირურგებმა ღვიძლის ტრანსპლანტაცია ორ პაციენტს უცხოელი ექიმების დახმარების  გარეშე გაუკეთეს.

ოპერაციები ორივე შემთხვევაში წარმატებით დასრულდა. საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაცია  უკვე წლებია ტარდება. ოპერაცია პირველად ბათუმში ჩატარდა და კლინიკას  უკვე ათობით გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

აჭარაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია აჭრის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ  90 პროცენტით ფინანსდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი