საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

22 აპრილი 2020, 20:02 1963 ნახვა

97 ხმით 10-ის წინააღმდეგ, ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთი თვე საქართველო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში იცხოვრებს. რამდენიმე საათიანი რიგგარეშე სხდომის შემდეგ, კანონმდებლებმა საკითხს კენჭი უყარეს. გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, ისინი ხელისუფლების ბოლო დროინდელ მოვლენებს არაპროპორციულ ნაბიჯებს უწოდებენ. პრემიერის სათქმელი დღეს ნათია მეზვრიშვილმა გაახმოვანა.

საპარლამენტო უმცირესობამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა მოითხოვა, მათ დაგროვილ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს. მათ შორის, რაზე კეთდება აქცენტები და რა იქნება პრიორიტეტი მთავრობის ეკონომიკურ გეგმაში. შეიკრიბება თუ არა პარლამენტი, კიდევ ერთხელ ამჯერად 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის მესამედ გასახანგრძლივებლად, ქვეყანაშ არსებულ მოცემულობაზე იქნება დამოკიდებული. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი