პაპუაშვილის განცხადებას აღვიქვამთ მუქარად - „პუბლიკა“

02 თებერვალი 2025, 13:41 89 ნახვა

შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით, პაპუაშვილის ამ განცხადებას „პუბლიკის“ თანამშრომლები აღვიქვამთ მუქარად, – „პუბლიკა“ შალვა პაპუაშვილის საპასუხო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცახდებაშია აღნიშნული, „პუბლიკა“ ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს.

„პუბლიკა“ ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ. აქვე აღვნიშნავთ, რომ „პუბლიკამ“ დღეს გააშუქა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შევიდა და საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე, გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული განცხადება ხვალ დაანონსებულ აქციაზე. შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით. პაპუაშვილის ამ განცხადებას „პუბლიკის“ თანამშრომლები აღვიქვამთ მუქარად“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ "პუბლიკა" „რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულს“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში