დროებითი საგამოძიებო კომისია

02 თებერვალი 2025, 12:02 104 ნახვა

ორშაბათს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, "ქართული ოცნება" დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს. კომისიამ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს.  დროებითი საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოში 6 თვე იმუშავებს, საბოლოოდ კი სამუშაო ჯგუფი პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს.
დოკუმენტი შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება. დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელსაც შესაძლოა კონკრეტულ დანაშაულებში ბრალი მიუძღოდეს. "ქართული ოცნების" ლიდერები ოპონენტებს ახსენებენ, რომ კომისიასთან თანამშრომლობას მათ ქვეყნის უზენაესი კანონი და სისხლის სამართლის კოდექსი ავალდებულებს. თუმცა უკვე გაცხადებულია, რომ პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მმართველი გუნდის ინიციატივას პოპულიზმს უწოდებენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში