საქართველოში კორონავირუსის 208 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 50 გამოჯანმრთელებულია, 3 კი გარდაცვლილი. დღეს აჭარაში 5 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. სავარაუდოდ კორონავირუსის მიზეზით, დაინფიცირებული პაციენტის გამო, სოფელ გვარაში მედპუნქტი დაიკეტა.
მედპერსონალმა, ათი დღის წინ, კოვიდ ინფიცირებულის დას გაუწიეს სამედიცინო მომსახურება. ახალგაზრდა ქალს იგივე ჩივილები ჰქონდა, როგორიც მის დას. ინფექცია მისი ოჯახის სხვა წევრებს დაუდასტურდა. ბათუმში ამ დროისთვის ვირუსის 14 დადასტურებული შემთხვევაა.