ხიბლში ნუ ჩავვარდებით, ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს - პაატა იმნაძე

06 აპრილი 2020, 14:37 2262 ნახვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლა წინაა და ხიბლშ არ უნდა ჩავარდეთ, თუმცა ამბობს, რომ საქართველო თავის გამოცდილებას სხვა ქვეყნებს უზიარებს ამ მიმართულებით. 

„რა თქმა უნდა, ძირითადად, კომუნიკაცია მიმდინარეობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ასევე ქსელი გვაქვს შექმნილი, რომელსაც ჰქვია „აბრეშუმის გზის ეპიდზედამხედველობის ქსელი“. ამ ქსელის მეშვეობით კავშირები გვაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან.

რა თქმა უნდა, ყველაფრის გაზიარება ხდება მუდმივად, მაგრამ ხიბლში ნუ ჩავვარდებით. ჯერ ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს. ასე რომ, ჩვენ ყველა ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას და წიწილებს კიდევ, შემოდგომაზე ითვლიან“, - განაცხადა პაატა იმნაძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების შეკითვაზე, უზიარებს თუ არა საქართველო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თავის წარმატებულ გამოცდილებას სხვა ქვეყნებსაც.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი