ბათუმიდან გადაყვანილი 10 წლის ბავშვის მშობელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

02 აპრილი 2020, 19:25 1746 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ვირუსის ახალი შემთხვევა ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის მშობელია.

"131 დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში. ერთი ახალი პაციენტი არის 10 წლის მოზარდის მშობელი. გავაკეთეთ 14 ტესტი და მხოლოდ მშობელთან არის დადასტურებული შემთხვევა. დანარჩენის პასუხი ნეგატური იყო" - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

ამჟამინდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 131 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 281 ადამიანი რჩება.



 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი