ხულოში მეწყერმა ორი თემის დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა

02 აპრილი 2020, 10:27 2303 ნახვა

მეწყერი ხულოში.  ზამლეთი ხიხაძირის გზაზე გუშინ დღის მეორე ნახევარში მიწის მასა ჩამოწვა. იმის გამო  რომ მეწყრული პროცესი გრძელდება გზის სრულყოფილად გაწმენდა და საავტომობილო მოძრაობის აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხულოს საგზაო სამსახურის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა. მეწყერმა ორი თემის ხიხაძისის და ფუშრუკაულის დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა.  

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი