მოქალაქეების რა კატეგორია შეძლებს სწრაფი ტესტირების გავლას - ახალი ალგორითმი დღეს გამოქვეყნდება. ამ დრომდე ტესტირებას ექვემდებარებოდა პაციენტი, რომელსაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია, ან კავშირში იყო ინფიცირებულ პაციენტთან.
ამიერიდან ეს დამოკიდებულება შეიცვლება და ტესტირება ჩაუტარდება ყველა იმ ადამიანს, ვისაც მკვეთრად გამოხატული სიმპტომები ექნება ან რისკჯგუფში შემავალი იქნება.
საკითხზე მსჯელობა ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებო შეხვედრაზე შედგა, რომელსაც ჯანდაცვის ექსპერტები, მედიკოსები და კლინიკის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.