81 დადასტურებული შემთხვევა და უკვე 13 გამოჯანმრთელებული, ქვეყანაში 8 საათია მონაცემები არ შეცვლილა. აქტიური შემთხვევებიდან, მხოლოდ რამდენიმეს მდგომარეობაა მძიმე და ისინი მედიკოსების ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, მათ თანმდევი ავადმყოფობები გამოუვლინდათ. უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონში ე.წ „ცხელების ცენტრები“ მომზადდება. აღნიშნულ კლინიკებს მიმართავენ პაციენტები, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ. აჭარაში 7 პაციენტი ორ კლინიკაში მკურნალობს და დღეს კიდევ ოთხი საეჭვო პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან.