ქვეყანის მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირებული 81 მოქალაქიდან მძიმე არის 5 ის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 81 პაციენტიდან 7 ბათუმში გადის მკურნალობას. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის , ზაალ მიქელაძის განცხადებით, ინფიცირებული ქვეყანაში 7 დღის წინ შემოვიდა და ავტომატურად საკარანტინე ზონაში განთავსდა.
მას მოგზაურობის ისტორია ესპანეთსა და გერმანიაში აქვს. ექიმები ელოდებიან დამატებით ახალი პაციენტების გამოჯანმრთელებას, ამ ეტაპზე ასეთი 13 მოქალაქეა.