საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც CODIV 19-ი მსუბუქ ფორმაში ექნებათ, სახლებშივე უმკურნალებენ

18 მარტი 2020, 12:51 2523 ნახვა

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც CODIV 19-ი მსუბუქ ფორმაში ექნებათ, სaხლებშივე უმკურნალებენ  - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მათ ოჯახის ექიმი მოემსახურებათ.

მინისტრმა განმარტა, რომ კორონავირუსის მიმდინარეობა პაციენტების 80-82 პროცენტში მსუბუქად მიმდინარეობს. 

„კორონავირუსის სახლში მართვა გულისხმობს იმას, რომ თქვენ იცით, 80-დან 82 პროცენტამდე ვირუსის მიმდინარეობა არის მსუბუქი და ისეთი პაციენტები, რომელთაც ექნებათ მსუბუქი გამოვლინება, ოჯახის ექიმის მომსახურებას მიიღებენ სახლში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი