პოლიციამ სამი პირი კარანტინში იძულებით გადაიყვანა

13 მარტი 2020, 12:01 1407 ნახვა

დღეს დილის 8 საათის მონაცემებით, კორონავირუსით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებულია 25 შემთხვევა ფიქსურდება ქვეყანაში. 22 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია, 3 საჩხერის სამედიცინო ცენტრში. ოფიციალური ინფორმაციით, ამ შემთხვევებიდან ორი უკავშირდება ირანში მოგზაურობას, ერთი ესპანეთს, დანარჩენი კი - პირდაპირ, ან ირიბად იტალიას. რამდენიმე საეჭვო პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან ლუგარის ლაბორატორიიდან.

სპეციალისტები დაავადების კიდევ უფრო მეტ გავრცელებას აანონსებენ. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თქმით, აუცილებელია სერიოზული შემზღუდავი და მკაცრი ღონისძიებების გატარება იმისათვის, რომ საზღვარზე შესაძლო ვირუსის შემოდინების გაკონტროლება მოხდეს

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში