სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს აჭარის ტელევიზიის მთავარი 8 საათზე წამყვანი თეონა ბაკურიძე. იგი მიიჩნევს, რომ დირექტორის მიერ, ეთერიდან მისი მოხსნა და დისციპლინური მოკვლევის დაწყება, უსაფუძვლოა და არ ემყარება იურიდიულ არგუმენტებს.
აცხადებს რომ მის ინტერესებს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაიცავს. როგორც იცით მთავარი 8 საათზე წამყვანი თეონა ბაკურიძე დირექტორის ბრძანებით 9 მარტიდან ეთერში აღარ იქნება, იმ მოტივით რომ ის არ აძლევს მუშაობის საშუალებას საინფორმაციოს სამსახურის დროებით ხელმძღვანელს.