სპორტული ჟურნალისტი გოგი მურვანიძე გარდაიცვალა

24 იანვარი 2025, 18:04 282 ნახვა

75 წლის ასაკში გარდაიცვალა სპორტული ჟურნალისტი გოგი მურვანიძე. მას 55 წელი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში აქვს გატარებული. მუშაობდა მხატვრულ-მუსიკალურ-დრამატულ გადაცემათა მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე, ტელევიზიის მაუწყებლობის დაწყებიდან დღემდე კი აშუქებდა სპორტს.
არის აჭარის და საქართველოს დამსახურებული სპორტის მოღვაწე, ასევე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი. ყოველწლიურად იმსახურებდა წლის სპორტული ჟურნალისტის ჯილდოს.
დაჯილდოებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საგანგებო მედლით. წლების განმავლობაში იყო სპორტული კომენტატორი. მიღებული აქვს "საპატიო ბათუმელის" წოდებაც.
აჭარის მაუწყებელი მწუხარებას გამოთქვამს გოგი მურვანიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში