ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი კრიმინალური ავტორიტეტის თურქეთის ციხიდან საემიგრაციო სამსახურში გადაყვანას ითხოვენ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებმა მსგავსი მოთხოვნებით აქცია გასულ თვეშიც გამართეს. ისინი მაშინ კრიმინალური ავტორიტეტის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
2 მარტს, მინდია გორაძის ადვოკატმა თქვა, რომ ლავასოღლი გაათავისუფლეს, სადეპორტო განყოფილებაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ისევ ციხეში შეაბრუნეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ''ლავასოღლის'' 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია გორაძე დამნაშავედ ცნო.
ლავასოღლი 2018 წლის 25 ოქტომბერს თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში დააკავეს.