შუახევში ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს - ხანძარმა სახლი გაანადგურა

14 იანვარი 2020, 00:56 4305 ნახვა

დღეს, 13 იანვარს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილში, ტარიელ ბერიძის საცხოვრებელ სახლს და დამხმარე ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა. შენობები მთლიანად განადგურდა. 

რვაწევრიანი ოჯახი კი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი, მეზობლების დახმარებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.  ცეცხლის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ვერ მოხერხდა პირადი და საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა.

ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი