აჭარის მაუწყებლის მრჩევლობის სამი კანდიდატი დასახელდა

24 დეკემბერი 2019, 18:15 2286 ნახვა

შესარჩევი  კომისია დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის 8 კანდიდატს გაესაუბრა, მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრობის კანდიდატებად  კომისიამ - ირმა ზოიძე, ლაშა ზარგინავა და გია ქარცივაძე შეარჩია. 

ირმა ზოიძე ჟურნალისტი და სტუდია „რეკ“-ის დამფუძნებელია,  გია ქარცივაძე აჭარის ტელევიზიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, ხოლო ლაშა ზარგინავა აჭარის ტელევიზიის პროდუსერი, ჟურნალსიტი და ტელეწამყვანია.

კანონმდებლობით, კომისიის მიერ შერჩეულ სამ კანდიდატს კენჭს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები უყრიან. მრჩეველი საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტით შევა. 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი