ბათუმში, ახალ ბულვარში მსუბუქი ავტომობილი ბოძს დაეჯახა. შემთხვევა ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი „BMW“-ს მარკის ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა.
მანქანაში მსხდომ მგზავრებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაიწყო.