სარაგბო კლუბი ბათუმი ბათუმის "დინამოს" სოლიდარობას უცხადებს და გუშინდელ მატჩს ეხმაურება.
კლუბის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"უკანასკნელი გასვლითი შეხვედრა, რომელიც დინამო ბათუმმა, საჩხერის "ჩიხურა-ს" წინააღმდეგ გამართა, მსაჯთა ბრიგადის მიერ, მოკლებული იყო ყოველგვარ ზემოთ ჩამოთვლილ, აუცილებელ გარემოებებს და პირდაპირ იკვეთებოდა, ჩვენი ქალაქის კლუბის მიმართ, მიზანმიმართული დისკრედიტაცია და საჩემპიონო ბრძოლაში, კლუბისგან დამოუკიდებელი, არასპორტული და არაკეთილსინდისიერი მიზეზებით ხელშეშლა.
აღნიშნული გარემოება კი, ცალსახად იწვევს კლუბისა და დინამო ბათუმის მრავალრიცხოვან გულშემატკივართა ლეგიტიმურ აღშფოთებას, რაც უარყოფითად აისახება, ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატზე.
ჩვენ ვგმობთ მსგავსი ტიპის, არასპორტულ ქმედებებს და აბსოლუტურ მხარდაჭერას ვუცხადებთ, საჩემპიონო ბრძოლაში დინამო ბათუმს!
გამოვთქვამთ იმედს, რომ მსგავსი ტიპის მოქმედებები, დროულად იქნება აღკვეთილი, შესაბამისი, კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ"-წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.