იცით თუ არა ვინ არის საპატიო ხულოელი? ეს სტატუსი პარლამენტში მაღალმთიანეთის მაჟორიტარს ანზორ ბოლქვაძეს მიენიჭა .ჯერ ერთი თვეც არ გასულა მას შემდეგ რაც ბოლქვაძეს საპატიო ქედელის სტატუსი მიანიჭეს. ამ გადაწყვეტილებას როგორც გავარკვიეთ სპეციალური კომისია ირჩევს, რომელსაც მერის მოადგილე ხელმძღვანელობს. საპატიო ხულოელები და ტბელის პრემიის მფლობელები, სახალხო დღესასწაულ „ტბელობაზე დასახელდნენ.
გაიმართა კონცერტი. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის წარმომადგენლებმა ხიხანის ხეობის მიმართულებით გზის მშენებლობაც დააანონსეს. დღესასწაული ხიხანის მკვიდრის, მწერლისა და მეცნიერის ტბელ აბუსერიძის სახელს უკავშირდება. ტბელობა 1979 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.