წყლის, გზის, ინტერნეტის და გარეგანათების პრობლემა, ასევე სოფლის ცენტრის მოწყობა და ე.წ. მწოლიარე პოლიციელები- ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელიც მახუნცეთის მოსახლეობამ მრჩეველთა საბჭოს წევრებთან და ქედის მერთან დაასახელეს.
შეხვედრა მერიის მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა, რომლის მიზანიც მუნიციპალიტეტის სოფლებში საბჭოს ფუნქციებზე ცნობიერების ამაღლებაა. მერიის მრჩეველთა საბჭო გრანტის ფარგლებში შეხვედრებს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მართვას.