ის არის ოლიგარქის ხელის ბიჭი და ივანიშვილის ნაყიდი - სააკაშვილი ბოკერიაზე

14 ოქტომბერი 2019, 12:33 1928 ნახვა

"თუ ადამიანი გამოიყურება, როგორც ივანიშვილის ნაყიდი. საუბრობს, როგორც ივანიშვილისგან ფულის ამღები; მებრძვის მე ფორმულით — "ყველას მინუს მიშა", ის არის ოლიგარქის ხელის ბიჭი და ივანიშვილის ნაყიდი. საქართველოში აუცილებლად გათენდება! - დაწერა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

''ევროპული საქართველოს '' ლიდერმა გუშინ ''მთავარი არხის'' ეთერში ''ნაციონალური მოძრაობა'' გააკრიტიკა და საქართველოს მესამე პრეზიდენტიც რამდენჯერმე ახსენა. 

''p.s. ვულოცავ ჩემს მეგობარ კაჩინსკის პოლონეთში არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას! გამარჯვება იქაურ ქოცებზე და ევროქოცებზე. მალე საქართველოში! - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

გიგა ბოკერიამ გუშინ თქვა, რომ საზოგადოებას არ გვჭირდება პოპულისტები, რომლებიც ივანიშვილის სტილში ყველაფერს დაპირდებიან ხალხს და მოატყუებენ.

მიხეილ სააკაშვილსა და ''ევროპულ საქართველოს'' წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა რამდენჯერმე დაიძაბა.  სააკაშვილმა ბოკერია "ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგანდისტანცირებაშიც დაადანაშაულა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი