მედიის თავისუფლებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და დაასრულონ „მედიის უპრეცედენტო“ დევნა - ამის შესახებ ინფორმაციას განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაცია “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ორგანიზაციები მოითხოვენ ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამოძიებას.
ხელმომწერები ასევე არიან “ევროპული ცენტრი პრესისა და მედიის თავისუფლებისთვის”, “ჟურნალისტების ევროპული ფედერაცია”, “სამართალი ჟურნალისტებისთვის ფონდი” და ა.შ.