აჭარის კონსტიტუციასა და აჭარის შესახებ კონსტიტუციურ კანონში შესატანი ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვები დასრულდა. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მოსახლეობას აცნობდნენ, რომ ინიციატივის თანახმად აჭარის უმაღლესი საბჭოც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მსგავსად პროპორციული სისტემით აირჩევა.
საორგანიზაციო კომისიის შეხვედრებს ძირითადად საჯარო მოხელეები ეცნობოდნენ და კრიტიკული შეკითხვებიც დარბაზიდან ნაკლებად ისმოდა, თუმცა რატომ გახდა პრიორიტეტული საარჩევნო სისტემის შეცვლა და რას აძლევს ის ქვეყანასა და რეგიონს მაინც გამოიკვეთა. საყოველთაო სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისიაში უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური სუბიექტი შედიოდა.
კანონის მოთხოვნის შესაბამისად ჩატარებული შეხვედრების შემდეგ ცვლილებების განხილვას უკვე რეგიონის დეპუტაცია იწყებს. ამ განხილვისას უნდა დადგინდეს, მუნიციპალიტეტების კვოტები და ბარიერი. რადგან უმაღლესი საბჭოს არჩევისას ბუნებრივი ბარიერი 4.76% ია- კანონმდებლებმა უნდა გადაწყვიტონ დარჩება ეს პროცენტები არჩევისას თუ სხვა ფორმულა შემუშავდება.