სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სამსახურმა ბათუმის საჯარო სკოლების ბუფეტების ნაწილი დააჯარიმა

25 სექტემბერი 2019, 20:25 2181 ნახვა

სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სამსახურმა ბათუმის საჯარო სკოლების ბუფეტების ნაწილი დააჯარიმა. სანქცია მათზე მას შემდეგ გავრცელდა რაც ინსპექტორებმა სწრაფი კვების ობიექტებში საკვები პროდუქტები ეტიკეტირების გარეშე აღმოაჩინეს. ეტიკეტირების, ანუ შემადგენლობის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გარდა, პრობლემაა ვადების საკითხი, რაც არაა ხოლმე მითითებული მაგალითად ფუნთუშებზე.

სურსათის სამსახურის გარდა, სკოლის კვების ობიექტებში მონიტორინგს რესურსცენტრიც ახორციელებს. ამ შემთხვევაში ისინი გასაყიდი პროდუქტის ჩამონათვალს ამოწმებენ, რაშიც არ უნდა მოხვდეს აკრძალული ტკბილეული, ან მოზარდის ჯანმრთელობისთვის სხვა სახის მავნე საკვები. მათ შორისაა შოკოლადი, რომელიც როგორც ჩანს ბუფეტებში ისევ გვხვდება. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი