ყაზახეთში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა იასპარეზეს. 125 კგ.წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში გენომ უკრაინელი ხოციავინსკი 6-2 დაამარცხა.
ფინალურ შეხვედრაში პეტრიაშვილის მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი თურქი ტახა აკგული იქნება. ფინალური ბლოკი დღეს 16:00 საათიდან დაიწყება.
92 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი მწითური ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. 70 კგ.წონით კატეგორიაში ზურაბ იაკობაშვილი დამამშვიდებელ რაუნდში ბელარუს ანდრეი კარპაჩს შეხვდება.