გახმაურებული საქმეები, შეწყალებული ძებნილი და მკვლელობაში მსჯავრდებულები - ქვეყნის ვიცე-პრემიერის საკონტროლო განცხადებების შემდეგ, პრეზიდენტი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. თეა წულუკიანი ამბობს, რომ აზრი იუსტიციის სამინისტროსთვის მარიამობისას არავის უკითხავს.
სალომე ზურაბიშვილი კი შესაძლო შეცდომის დაშვებას არ გამორიცხავს. ამასთან, საპარლამენტო მდივნის დაცვის მიზნით აცხადებს, რომ სპეკულაციები უადგილოა და ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი თავადაა.
სწორედ დიმიტრი გაბუნიას ადანაშაულებს „ევროპული საქართველო“ კორუფციაში. ისინი პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდებენ. ამასობაში კი წინ გიორგობა მოდის. მსჯავრდებულები ალბათ ახლა პროცესის დროული დასრულების მოლოდინში არიან. გადასახედი კანონი, თუ გადასახედი აქტები და კავშირები?