პრეზიდენტს პოლიციელის მკვლელის შეწყალებისთვის მმართველ გუნდშიც აკრიტიკებენ

04 სექტემბერი 2019, 21:28 1490 ნახვა

დღის კიდევ ერთი მთავარი თემაა კრიტიკა პრეზიდენტის მისამართით - ოპოზიციის და საზოგადოების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს ახლა უკვე მისი თანაგუნდელებიც აკრიტიკებენ. სალომე ზურაბიშვილს პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება თეა წულუკიანმაც დაუწუნა. მთავრობის ყველაზე ძველმა მინისტრმა თქვა რომ საკითხი სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა,  მან კრიტიკა დაიმსახურა პარლამენტის თავმჯდომარისგანაც. ცნობისთვის, შეწყალების კომისია სრულად ჯერ კიდევ არაა დაკომპლექტებული, თუმცა პრეზიდენტი კონსტიტუციური უფლებით უკვე სარგებლობს და ამ დრომდე 91 მსჯავრდებულიც შეიწყალა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი