საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატები იკრიბებიან - ჩორჩანას სიახლოვეს განვითარებული მოვლენები

29 აგვისტო 2019, 17:29 1607 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინოსტროში, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იკრიბებიან. უცხოელ დიპლომატებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდება.

დიპკორპუსის წარმომადგენლებმა მედიასთან შეხვედრის დასრულებამდე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. 

უწყებაში დიპლომატიური კორპუსის შეკრების მიზეზი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, განვითარებული მოვლენებია.

 28 აგვისტოს, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ფაქტი დაფიქსირდა. 

ქართული მხარე ამბობს, რომ სოფელ ჩორჩანაში  ბლოკპოსტის მშენებლობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს და  ნებისმიერი მშენებლობა ქართული სახელმწიფოს გადასაწყვეტია. ირაკლი ანთაძის განცხადებით,  ნებისმიერი ულტიმატუმი თუ სად უნდა განალაგოს საქართველომ პოლიციური პოსტი საოკუპაციო რეჟიმის  მხრიდან, არის ცინიზმი და პროვოკაცია. 

ამ საკითხს განიხილავდნენ დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრაზე, რომელიც ოსურმა მხარემ ჩაშალა - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ განუცხადა ჟურნალისტებს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი