''დეკანოზის შეწყალებაზე პრეზიდენტმა უარი თქვა'' - გიორგი მამალაძის ძმა

28 აგვისტო 2019, 18:01 1533 ნახვა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა-  ინფორმაცია გიორგი მამალაძის ძმამ გაავრცელა. როგორც ის წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიუღია.  

მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა. აღნიშნული თხოვნით მან ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა, მაშინაც უარი მიიღო.  

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 34 ადამიანი შეიწყალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი