სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძე 2 500 ლარით დააჯარიმა და იარაღის ტარება სამი წლის ვადით შეუზღუდა

27 დეკემბერი 2024, 14:57 146 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მას მოსამართლემ 2500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და სამი წლის ვადით იარაღის ტარების უფლება შეუზღუდა.

ჯაფარიძის განცხადებით, აღნიშნული საქმის საფუძველი იარაღის უფლების ჩამორთმევა იყო.

„ჯარიმა დამაკისრეს. ჯარიმა ნაკლებად მნიშვნელოვანია, სინამდვილეში მთელი ეს პროცესი იმიტომ იყო, რომ ცეცხლსასროლი იარაღის უფლება შეეჩერებინათ და შემიჩერეს, მაქსიმუმი იყო სამი წელი და სამი წლის ვადით შემიჩერეს", - განაცხადაზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ზურაბ ჯაფარიძე 2 დეკემბერს თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობასა და გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა. 

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში