აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

10 იანვარი 2025, 12:05 97 ნახვა

დატოვებენ თუ არა პატიმრობაში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძეს და კიდევ 9 პირს, რომლებსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ნაწილს  კი ორგანიზებას ედავებიან,  დღეს გახდება ცნობილი.

ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში დაკავებულების წინააღმდეგ არ დევს მტკიცებულებები, შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ საქმე არის პოლიტიკური, აბსურდული და მოითხოვენ დაკავებულების დარბაზიდან გათავისუფლებას. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი ამბობს, რომ დაცვის მხარე გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.

ჭიჭინაძის არსებითი საქმის განხილვის პროცესი მარტში გადაიდო.სხდომის პარალელურად სასამართლოსთან აქცია იმართება დაკავებულების მხარდასაჭერად.

დაკავებულების ახლობლების ინფორმაციით, უმრავლესობა სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ ახერხებს, რადგანაც პროცესი მცირე დარბაზში უნდა ჩატარდეს.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში