აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

10 იანვარი 2025, 15:08 199 ნახვა

წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ, ნაწილი კი დუმს - დღეს გაირკვევა დარჩება თუ არა პატიმრობაში აქციებზე დაკავებული 11 პირი, მათ შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე. მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ნაწილს კი ორგანიზებას ედავებიან.

სასამართლო პროცესზე დამსწრებთა სიმრავლის გამო სხდომა დაგვიანებით დაიწყო, საბოლოოდ კი დარბაზი შეიცვალა.  

დაკავებულების ადვოკატები დღეს მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავენ და მოითხოვენ გირაოს სანაცვლოდ მათ გათავისუფლებას, ამავე შუამდგომლობას თან ერთვის 1000-მდე ხელმოწერა. 

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში