დაკავებები რუსთაველის გამზირზე

29 დეკემბერი 2024, 14:50 220 ნახვა

პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა, აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებდა, ტროტუარზე გადასულიყვნენ და საავტომობილო მოძრაობა არ შეეზღუდათ.
როგორც მოქალაქეები ამბობენ ისინი სამართალდამცავებს დაემორჩილნენ, თუმცა მოულოდნელად რამდენიმე პირი დააკავეს.
შეხლა-შემოხლისას ერთ-ერთი პირი დაშავდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. აქციის მონაწილეები ტროტუარებზე რჩებიან და აქცია გრძელდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში