აქციებზე დაკავებული 11 პირის საქმე გაერთიანდა

09 იანვარი 2025, 15:02 92 ნახვა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
საქმეების გაერთიანება ბრალდების მხარემ მოითხოვა. აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა.
აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ხვალვე გახდება ცნობილი, დარჩებიან ისინი პატიმრობაში თუ არა.
აქციაზე დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში