2014 წლის შემდეგ, პირველად საქართველოს სახელით მოასპარეზე ქალი ჩოგბურთელი სლემის ძირითად ბადეში ითამაშებს.
21 წლის მარიამ ბოლქვაძემ ფინალური საკვალიფიკაციო მატჩიც მოიგო, მან ჩინელი შილინ ქსუ სამ სეტში ანგარიშით 6:4, 2:6, 6:4. დაამარცხა.
მატჩი 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა და მარიამს მეორე სეტში ექიმის დახმარებაც დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ქართველი ჩოგბურთელის სასარგებლოდ დასრულდა.
ორშაბათიდან ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში სამი ქართველი ითამაშებს - ნიკოლოზ ბასილაშვილი ვაჟებში, მარიამ ბოლქვაძე ქალებში და ოქსანა კალაშნიკოვა ქალთა წყვილებში.